შინაარსზე გადასვლა

ოპერაცია იმედის მთა III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოპერაცია იმედის მთა III (ინგლ. Operation Mount Hope III) — 1988 წელს ამერიკელების მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია ჩამოვარდნილი და მიტოვებული ლიბიური მი-25-ის ხელში ჩაგდების მიზნით, რომელიც ჩადში, უადი-დუმის რაიონში იდგა. თვითმფრინავი ჩამოვარდა და მიტოვებული იყო ლიბიასა და ჩადს შორის კონფლიქტის დროს. 1988 წელს 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკის ორმა ამერიკულმა MH-47 Chinook-მა ღამით თითქმის 500 მილი (800 კმ) ფრენის შემდეგ მიაღწია ობიექტამდე. მისია ჩადის მთავრობის თანხმობით მთლიანად ქვეყნის ფარგლებში ჩატარდა.[1]

კონფლიქტის დროს ჩადის ხელისუფლება აფრიკის ქვეყნებისა და საფრანგეთის მხარდაჭერით ცდილობდა შებრძოლებოდა პარტიზანულ ჯარებს, რომლებსაც მხარს უჭერდა ლიბია. ამ ბრძოლების დროს ლიბიელები პრაქტიკულად შეიჭრნენ ჩადში. კონტინგენტი შეიარაღებული იყო საბჭოთა წარმოების აღჭურვილობით და მათ შორის მი-25 შვეულმფრენებითაც.

1987 წელს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ლიბიის ჯარები ჩადიდან გავიდნენ და დატოვეს უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, უმეტესწილად მსუბუქი დაზიანებით. ჩადის ხელისუფლებას ჯერ არ გააჩნდა საკმარისი ძალები დაბრუნებული ტერიტორიის სრული კონტროლისთვის და შესაბამისად აქ დატოვებული ტექნიკაც ბედის ანაბარად მიატოვეს. სწორედ ამ დროს ამერიკულმა დაზვერვამ უადი-დუმის მახლობლად ძველ, უმოქმედო სამხედრო აეროდრომზე იპოვა მიტოვებული მი-25.

ოპერაცია 1988 წლის 10 ივნისს დაიწყო. ორმა MH-47 Chinook-მა, რომლებსაც 800 კილომეტრის ფრენა მოუწიათ, მიუხედავად ძლიერი ქვიშის ქარიშხალისა უვნებლად მიაღწიეს უაიდი-დუმის აეროდრომამდე და წარმატებით განახორციელეს ვერტმფრენის ტრანსპორტირება. ოპერაციის დაწყებიდან 67 საათის შემდეგ ვერტმფრენი ჩატვირთეს თვითმფრინავში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებში გაფრინდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Michael J. Durant, Steven Hartov (2007). The Night Stalkers. New York: G. P. Putnam's Sons, გვ. 245–246. ISBN 0-399-15392-6. 
  2. Shopping in Chad: Operazione Mount Hope III Italian. Sobchak Security (3 July 2013).